Tuesday, May 30, 2017



შოთა რუსთაველის  850  წლის იუბილე !!!


საქვეყნოდ ცნობილი პოემის "ვეფხისტყაოსანი"-ის ავტორის, შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, 2/2 კლასის მოსწავლეებმა  ისწავლეს ამ ნაწარმოების ლექსები და სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში.








Friday, December 23, 2016

საახალწლო ზეიმი

23 დეკემბერს ჩავატარეთ საახალწლო ზეიმი. ბავშვებმა თავიანთი ლექსებით და სიმღერებით ძალიან გაამხიარულეს მშობლები და შეუქმნეს წინა საახალწლო განწყობა.






ჩვენი პირველი წარმატება

2/2 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა "ევერესტის" შემოდგომა-ზამთრის სეზონის ოლიმპიადაზე და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.






Wednesday, November 9, 2016

გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში (ბოტანიკური ბაღი)
თემით: წელიწადის დროები

18 ნოემბერს გასვლითი გაკვეთილი ჩავატარე ბუნებაში. კერძოდ ბოტანიკურ ბაღში. თემით: შემოდგომა და მისი დამახასიათებელი თვისებები. ეს სურათი მკაფიოდ სჩანს ბოტანიკურ ბაღში. არის არაჩვეულებრივი ფერთა გამა. ვისაუბრეთ წელიწადის დროებზე, მათ დამახასიათებელ ამინდზე. იმ დღეს ბუნებამ შეგვიწყო ხელი, მზე ანათებდა, მაგრამ შემოდგომისთვის დამახასიათებელი სუსხი და ფერები ძალაში იყო. ბავშვები აღაფრთოვანა ნანახმა, გადავიღეთ სურათები, ბუნებაში და ჩანჩქერთან.
დავათვალიერეთ ეგზოტიკური მცენარეებისა და ყვავილების სათბური. ვნახეთ ისეთი მცენარეები, რომლებიც მხოლოდ წყალში იზრდება და ყვავის.
კიდევ ერთხელ გავიხსენეთ თბილისის დამაარსებელი მეფე ვახტანგ გორგასალი. დავათვალიერეთ გოგირდის აბანოები.
ბავშვები ნანახით კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.






გასვლითი გაკვეთილი ვერის ბაღში, 
ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან 


დიდი სურილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ჩემმა პატარებმა თავისი ქვეყნის ისტორიაზე და სახელოვან ადამიანებზე. დღევანდელი ჩვენი გასვლითი გაკვეთილის მიზანი და აზრიც სწორედ ეს არის, გავაცნოთ ის სახელოვანი პიროვნებები, რომლებმაც თავის კეთილშობილებით და სამსობლოს უანგარო სიყვარულით გააცნო და დაამახსოვრებინა ქართველ ერს თავის თავი. ეს პიროვნება გახლავთ 
ექვთიმე თაყაიშვილი



















ანანურისა და ბაზალეთის დათვალიერება
 ისტორიული ადგილების მონახულება


16 ოქტომბერს 2/2 კლასის მშობლები და მოსწავლეები ვიყავით ექსკურსიაზე ბაზალეთსა და ანანურში.
ექსკურსიის მიზანი იყო და არის ბავშვებმა დაათვალიერონ საქართველოს ისტორიული ადგილები.
დიდი ინტერესით დაათვალიერეს კაშხალი, მოილოცეს ეკლესიაში, მიუხედავად წვიმისა, სიცივისა და ცუდი ამინდისა დედაქალაქში ყველა კმაყოფილი და ნასიამოვნები დაბრუნდნენ.
კიდევ ერთი კლაყოფილებისა და სიამოვნების დღე გაატარეს პატარებმა. 









2/2 კლასი კლასის                                                    ხელმძღვანელი ი. ხაზარაძე

შემოდგომა პირველ სართულზე

სამმა პარალელმა ერთად გადავწყვიტეთ მოგვეწყო შემოდგომის კუთხე. მშობელთა და მასწავლებელთა ძალისხმევით პირველი სართულის დერეფანში მოვაწყეთ ნამდვილი შემოდგომის კუთხე. გამოვფინეთ ნახატები.

ღონისძიებას ესწრებოდა ქალბატონი ნელი ალორაშვილი და ჩვენი კათედრის პედაგოგები. მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სიმღერებით, და ულევი ცოდნით შემოდგომაზე.

ღონისძიებამ მხიარულ და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. ბავშვებიც და უფროსებიც კმაყოფილები დარჩნენ, რის გამოც ბავშვებმა და პედაგოგებმა მადლობა დავიმსახურეთ დირექციისგან.






Tuesday, May 10, 2016

კალიგრაფიის კონკურსი

საუკეთესო კალიგრაფიის გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი პირველ კლასებს შორის.
კონკურსში კლასიდან 23 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, აქედან თერთმეტმა მოსწავლემ მიიღო საუკეთესო ნაწერისთვის სიგელი.
დანარჩენებმა კი დაიმსახურეს სიგელები კონკურსში მონაწილეობისთვის.