Wednesday, November 9, 2016

გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში (ბოტანიკური ბაღი)
თემით: წელიწადის დროები

18 ნოემბერს გასვლითი გაკვეთილი ჩავატარე ბუნებაში. კერძოდ ბოტანიკურ ბაღში. თემით: შემოდგომა და მისი დამახასიათებელი თვისებები. ეს სურათი მკაფიოდ სჩანს ბოტანიკურ ბაღში. არის არაჩვეულებრივი ფერთა გამა. ვისაუბრეთ წელიწადის დროებზე, მათ დამახასიათებელ ამინდზე. იმ დღეს ბუნებამ შეგვიწყო ხელი, მზე ანათებდა, მაგრამ შემოდგომისთვის დამახასიათებელი სუსხი და ფერები ძალაში იყო. ბავშვები აღაფრთოვანა ნანახმა, გადავიღეთ სურათები, ბუნებაში და ჩანჩქერთან.
დავათვალიერეთ ეგზოტიკური მცენარეებისა და ყვავილების სათბური. ვნახეთ ისეთი მცენარეები, რომლებიც მხოლოდ წყალში იზრდება და ყვავის.
კიდევ ერთხელ გავიხსენეთ თბილისის დამაარსებელი მეფე ვახტანგ გორგასალი. დავათვალიერეთ გოგირდის აბანოები.
ბავშვები ნანახით კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.






გასვლითი გაკვეთილი ვერის ბაღში, 
ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან 


დიდი სურილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ჩემმა პატარებმა თავისი ქვეყნის ისტორიაზე და სახელოვან ადამიანებზე. დღევანდელი ჩვენი გასვლითი გაკვეთილის მიზანი და აზრიც სწორედ ეს არის, გავაცნოთ ის სახელოვანი პიროვნებები, რომლებმაც თავის კეთილშობილებით და სამსობლოს უანგარო სიყვარულით გააცნო და დაამახსოვრებინა ქართველ ერს თავის თავი. ეს პიროვნება გახლავთ 
ექვთიმე თაყაიშვილი

















No comments:

Post a Comment